თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა: მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა

2018 წლის ივლისში თბილისის მერიამ მოსახლეობას ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა, რომლის მთავარი მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განმუხტვა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება იყო. გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ხუთი წლის შემდეგ, თბილისში გადაადგილება კვლავ უამრავ სირთულესთან ასოცირდება.

ივნისში “მწვანე ალტერნატივამ” ინტერნეტ-კითხვარის საშუალებით სცადა გაერკვია თუ როგორია სატრანსპორტო პოლიტიკისა და რეფორმების მიმართ თბილისის მცხოვრებთა განწყობები და დამოკიდებულება — რას აფასებენ ისინი დადებითად და რას უარყოფითად. კვლევის მიზნების, მეთოდოლოგიისა და ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს ან დააჭირეთ ფოტოს.

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა: მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა by Green Alternative