დავა სოფ. ითხვისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
დავის არსი:
2022 წლის მარტში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მიწამ ჩაქცევა დაიწყო და სოფელში უზარმაზარი ნაპრალები გაჩნდა (სიღრმე 12-15 მეტრს აღემატებოდა). რამდენიმე სახლი მთლიანად ჩავარდა, 20-მდე სახლს მიწა ნელ-ნელა გამოეცალა, ნაპრალები ყოველდღე ღრმავდებოდა და სოფლის ნაწილი მიწაში ჩაიტანა.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №1016 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის მიზანი იყო ითხვისში განვითარებული პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენისა და სტიქიის არეალში მოქცეული საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების საცხოვრებელი სახლების იდენტიფიცირება.
2022 წლის 14 სექტემბერს “მწვანე ალტერნატივამ” მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და მოითხოვა უწყებათაშორისი კომისიის მიერ წარდგენილი საქმიანობის ანგარიშებისა და პროცესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლის გადმოცემა. მთავრობის ადმინისტრაციამ არ გადასცა ორგანიზაცია მოთხოვნილი ინფორმაცია.
გადაწყვეტილება :
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ არ განიხილა მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი. ორგანიზაციამ სარჩელით თბილისი საქალაქო სასამართლოს მიმართა.