დავა ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციისთვის
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დავის არსი:
მწვანე ალტერნატივამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსთხოვა 2021 წლის 1 დეკემბრიდან ინფორმაციის გადმოცემის მომენტამდე შპს ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობასთან დაკავშირებით შემდეგი საჯარო ინფორმაცია:
- სამინისტროში (მათ შორის სამინისტროს რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში) კომპანიის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტისა და წერილის ასლი
- სამინისტროს უწყებების მიერ შექმნილი და ან მიღებული დოკუმენტების ასლი
- სამინისტროს უწყებების მიერ კომპანიისა თუ სხვა უწყებებისათვის/ პირებისათვის გაგზავნილი ყველა დოკუმენტისა და წერილის ასლი.
ეს ინფორმაცია მწვანე ალტერნატივამ ორჯერ გამოითხოვა: 2022 წლის 9 დეკემბერს და 2023 წლის 23 იანვარს, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია არცერთხელ არ გადასცემია.
გადაწყვეტილება :
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ განიხილა მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი. ორგანიზაციამ სარჩელით თბილისი საქალაქო სასამართლოს მიმართა.