დავა მინერალური რესურსების სააგენტოსა და ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- უწყება: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
დავის არსი:
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ მწვანე ალტერნატივას არ გადასცა საჯარო ინფორმაცია:
- წიაღით სარგებლობის ლიცენზიების სრული რეესტრის ელექტრონული ვერსია;
- სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის 2021 და 2022 წლის ანგარიშები.
- შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ 2023 წლის განმავლობაში წარმოდგენილი ყველა ყოველთვიური ანგარიში;
- 2023 წლის მაისში სპეციალური მართვის რეჟიმის ვადის ამოწურვასა და გაგრძელებასთან კავშირში სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციისა და თანმხლები დოკუმენტების ასლი;
- სპეციალური მართვის რეჟიმის ვადის ამოწურვასა და გაგრძელებასთან კავშირში სააგენტოს მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტის ასლი;
- ჭიათურის მუნიციპალიტეტში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო მინაკუთვნში წიაღით სარგებლობის სამუშაოთა განვითარების გეგმა, რომელიც, სპეციალური მმართველის 11.04.2021-11.05.2021 ანგარიშის თანახმად, წარდგენილია სააგენტოში.
მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ უბრალოდ არ გასცა პასუხი ორგანიზაციის განცხადებებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე.
2023 წლის 14 თებერვალს მწვანე ალტერნატივამ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის სახელზე წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი.
გადაწყვეტილება :
ორგანიზაციას არ მიუღია არც გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე და არც რაიმე შემდგომი ნაბიჯის ამსახველი დოკუმენტი. მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.