მწვანე ალტერნატივა და ადგილობრივი მაცხოვრებლები ფონიჭალაში ფეროს მშენებლობის პროექტზე სკოპინგის დასკვნის ბათილად ცნობას ითხოვენ

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
  • მოსამართლე : ბადრი შონია
  • საქმის ნომერი : 330310123007146818

დავის არსი :

2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასცა სკოპინგის დასკვნა შპს „გეო ენერჯის“ პროექტზე, რომელიც თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლებიდან 200 მეტრის დაშორებით, ფეროშენადნობის საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციას ითვალისწინებს. სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საწარმო იმუშავებს წელიწადში 365 დღე, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით.

საპროექტო ტერიტორიაზე ფეროშენადნობი ქარხნის მშენებლობა ეწინააღმდეგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებულ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმას. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, ამ ტერიტორიაზე ვრცელდება სამრეწველო ზონა 1 (ს-1), სადაც  განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები. ფეროშენადნობთა საწარმო, კი, გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობისათვის მაღალის რისკის მქონე ობიექტია.

საგულისხმოა, რომ სკოპინგის განცხადების განხილვის პროცესში საწარმოს დათვალიერებისას გაირკვა, რომ შპს „გეო ენერჯიმ“ საწარმო უკვე უკანონოდ მოაწყო და საჯარო უწყებისა და დაინტერესებული საზოგადოების მოტყუებით ცდილობდა სკოპინგის დასკვნის მოპოვებას. თუმცა, ეს ფაქტი არ გამხდარა სააგენტოს რეაგირების საგანი. მეტიც, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის დასკვნის გაცემისათვის მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება არ შეუწყვეტია და 2023 წლის 6 თებერვალს  უკვე მოწყობილ საწარმოზე ფეროშენადნობის საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციაზე გასცა სკოპინგის დასკვნა.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა არაერთი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევით და დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე.

2023 წლის 19 აპრილს სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი, თუმცა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საკითხის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

მასალები :