მწვანე ალტერნატივა ვაკის პარკში დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების ბათილად ცნობას ითხოვს
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- მოპასუხე : თბილისის მერია, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
- მესამე პირი : შპს „ტიფლის კოსტავა“, შპს „გრაალი“
- მოსამართლე : თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მირანდა ერემაძე
- საქმის ნომერი : 3/485-14
დავის არსი :
2013 წლის 24 ივლისის თბილისის მერმა, გიგი უგულავამ დაამტკიცა თბილისში, ვაკის პარკში სარეკრეაციო ზონა-2-ში სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რომლითაც შპს „ტიფლის კოსტავას“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაიზარდა ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები. 2013 წლის 20 სექტემბერს კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა შეითანხმა სასტუმროს არქიტექტურული პროექტი და შპს შპს „გრაალზე“ გასცა მშენებლობის ნებართვა.
2014 წლის 4 მარტს მწვანე ალტერნატივამ სამოქალაქო მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობას“ სახელით (დავაში მომჩივანი „მწვანე ალტერნატივაა“) სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მერის #1592 განკარგულებისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის #909795 ბრძანების ბათილად ცნობა.
გადაწყვეტილება :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
მასალები :
დავა სააპელაციო სასამართლოში
- აპელანტი : მწვანე ალტერნატივა, შპს „გრაალი“, შპს „ტიფლის კოსტავა“
- მოწინააღმდეგე მხარე : თბილისის მერია, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
- მოსამართლე : თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ლომიძე
- საქმის ნომერი : 330310014432816 (3ბ/696-16)
დავის არსი :
2016 წლის 12 აპრილს ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა. ორგანიზაციამ მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს „გრაალმა“ და შპს „ტიფლის კოსტავამ“.
გადაწყვეტილება :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 აისის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.
მასალები :
დავა უზენაეს სასამართლოში
- კასატორი : მწვანე ალტერნატივა
- მოწინააღმდეგე მხარე : თბილისის მერია, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
- მოსამართლე : უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეები მაია ვაჩაძე (მომხსენებელი/თავმჯდომარე), ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
- საქმის ნომერი : ბს-942(3კ-18)
დავის არსი :
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მწვანე ალტერნატივამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2018 წლის 24 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიიღო მწვანე ალტერნატივას საჩივარი; 2018 წლის 22 ნოემბერს კი, განსახილველად დაუშვებლად სცნო.
სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ძალაში არსებობის გათვალისწინებით, კომპანიას შეეძლო განმეორებით მიემართა არქიტექტურის სამსახურისათვის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად, თუმცა ასეთ მცდელობას ადგილი აღარ ჰქონია.
საბოლოოდ, 2023 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის გათვალისწინებული 2 863 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი:01.14.10.002.006) მფლობელს 2 მიწის ნაკვეთში გაუცვალა: ერთი ლისის ტბასთან – 56 695 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.72.16.104.005), მეორე კი, 4324 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №01.18.06.012.168) – კრწანის რაიონში გრიგოლ ვოლსკის N23-ში მდებარეობს.
გადაწყვეტილება :
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის განკარგულება, რომლითაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილებით არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე; თუმცა, ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა.