ზაზა წიკლაური და მწვანე ალტერნატივა დარიალის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაუქმებას ითხოვენ
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : ზაზა წიკლაური, მწვანე ალტერნატივა
- მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
- მესამე პირი : სს „სახელმწიფო ელექტროსისტემა“
- მოსამართლე : თამარ ოქროპირიძე
- საქმის ნომერი : 3/6061-16
დავის არსი :
2016 წლის 15 აგვისტოს ზაზა წიკლაურმა მწვანე ალტერნატივას დახმარებით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალი 110“ რეკონსტრუქციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 5 იანვრის #ი-11 ბრძანება;
2. ბათილად იქნეს ცნობილი „სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 110 კილოვატიანი (220 კილოვატიან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალის“ რეკონსტრუქციაზე, მშენებლობაზე და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 19 თებერვლის N#ი-91 ბრძანება;
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #1555 განკარგულება, რომლითაც ზაზა წიკლაურს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქმის წელიწადნახევრის განმავლობაში განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზაზა წიკლაურის სარჩელი.
გადაწყვეტილება :
საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
მასალები :
დავა სააპელაციო სასამართლოში
- აპელანტი : ზაზა წიკლაური, მწვანე ალტერნატივა
- მოწინააღმდეგე მხარე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
- მესამე პირი : სს „სახელმწიფო ელექტროსისტემა“
- მოსამართლე : ირაკლი შენგელია
დავის არსი :
2018 წლის 6 მარტს ზაზა წიკლაურმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
გადაწყვეტილება :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით ზაზა წიკლაურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მასალები :
დავა უზენაეს სასამართლოში
- კასატორი : ზაზა წიკლაური, მწვანე ალტერნატივა
- მოწინააღმდეგე მხარე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
დავის არსი :
2018 წლის 9 ივლისს ზაზა წიკლაურმა საჩივარი წარადგინა უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინება და საკასაციო სასამართლომ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება ზაზა წიკლაურის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ