დარიალის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვა

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : ზაზა წიკლაური, მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა
  • მესამე პირი : სს „სახელმწიფო ელექტროსისტემა“
  • მოსამართლე : კობა გოცირიძე
  • საქმის ნომერი : 3/113-16

დავის არსი :

მწვანე ალტერნატივამ და ზაზა წიკლაურმა სარჩელით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოითხოვეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი “დარიალის” მშენებლობის ნებართვა გაიცა.

გადაწყვეტილება :

მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მწვანე ალტერნატივასა და ზაზა წიკლაურის სარჩელი.

მასალები :

დავა სააპელაციო სასამართლოში

  • აპელანტი : ზაზა წიკლაური, მწვანე ალტერნატივა
  • მოწინააღმდეგე მხარე : ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა
  • მოსამართლე : გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე), ილონა თოდუა, შოთა გეწაძე
  • საქმის ნომერი : N23o/803-17(1so3100160013so161)

დავის არსი :

2017 წლის 7 აპრილს მწვანე ალტერნატივამ და ზაზა წიკლაურმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდებოდა სრულად.

გადაწყვეტილება :

2018 წლის 30 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მწვანე ალტერნატივას და ზაზა წიკლაურის საჩივარი

მასალები :

დავა უზენაეს სასამართლოში

  • კასატორი : ზაზა წიკლაური, მწვანე ალტერნატივა
  • მოწინააღმდეგე მხარე : ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დავის არსი :

2019 წლის 25 ივნისს ზაზა წიკლაურმა და მწვანე ალტერნატივამ მიმართეს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება მწვანე ალტერნატივას და ზაზა წიკლაურის სარჩელი სრულად.

მასალები :