დარიალის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი : ზაზა წიკლაური, მწვანე ალტერნატივა
- უწყება: საქართველოს მთავრობა
დავის არსი:
მოქალქე ზაზა წიკლაურმა მწვანე ალტერნატივას დახმარებით ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა იმ აქტების ბათილად ცნობა რომლითაც (1) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექროსისტემას“ ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალი 110“ რეკონსტრუქციის პროექტი გათავისუფლდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან და (2) ხაზის რეკონსტრუქციაზე, მშენებლობაზე და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცა.
2016 წლის 5 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა საჩივრის ზეპირი მოსმენა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #1555 განკარგულებით ზაზა წიკლაურს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ზაზა წიკლაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
გადაწყვეტილება :
გადაწყვეტილება