მწვანე ალტერნატივა გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • უწყება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დავის არსი:

2018 წლის 10 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება №2-219, რომლითაც სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციას“ მიენიჭა  გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის უფლება.

ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე (ანუ კოდექსის ამოქმედებამდე) ნებართვის გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები უნდა დასრულდეს წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედი წესების, ანუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.

გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ; თუმცა, სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისათვის იხელმძღვანელა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი, ასეთი შემთხვევებისათვის უკვე ძალადაკარგული  წესით.

2018 წლის 18 ივნისს მწვანეს ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის 2018 წლის 10 აპრილის №2-219 ბრძანების ბათილად ცნობა. ვინაიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არ განიხილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, 2018 წლის 17 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

მასალები :