შოთა ბუჩუკური და მწვანე ალტერნატივა ქსანი-სტეფანწმინდას 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობას ითხოვენ
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : შოთა ბუჩუკური
- მოპასუხე : ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
- მესამე პირი : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, , შპს „ენერგოტრანსი“
- მოსამართლე : ანა ჩხეტია
- საქმის ნომერი : 3/6054-17
დავის არსი :
შოთა ბუჩუკურმა სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქსანი-სტეფანწმინდას 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების ბათილად ცნობა. ასევე, შოთა ბუჩუკურმა მოითხოვა დავის განხილვის დასრულებამდე გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება და ადმინისტარციული საჩივრის განხილვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერებაზე.
დავის მიმდინარეობის განმავლობაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპროექტო დერეფნის 12.6 კილომეტრიანი მონაკვეთის შეცვლის თაობაზე. ვინაიდან მიღებული გადაწყვტილებით ცვლილება შევიდა გასაჩივრებული აქტებით მიღებულ გადაწყვტილებაში, შოთა ბუჩუკურმა სასამართლოში დაზუსტებული სარჩელი წარადგინა და შეცვლილი დერეფნის შესახებ მიღებული გადაწყვტილების ბათილად ცნობაც მოითხოვა.
გადაწყვეტილება :
საქმის განხილვისთვის ერთი მოსამზადებელი და ხუთი მთავარი სხდომის ჩატარების შემდეგ, 2018 წლის 22 ოქტომბერს მოსამართლემ გამოარკვია, „რომ საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე შოთა ბუჩუკური ცხოვრობს თბილისში, სოფელ ახალციხეში ქონების მფლობელობასა თუ საკუთრებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები კი წარმოდგენილი არ ყოფილა“. ამის საფუძველზე სასამართლომ მიიღო გადაწყვტილება 13 თვის განმავლობაში მიმდინარე საქმის წარმოების შეწყვეტისა და დაზუსტებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე.
მასალები :
დავა სააპელაციო სასამართლოში
- აპელანტი : შოთა ბუჩუკური
- მოწინააღმდეგე მხარე : ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
- მესამე პირი : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შპს „ენერგოტრანსი“
- მოსამართლე : მანანა ჩოხელი
- საქმის ნომერი : 3ბ/3137-18
დავის არსი :
შოთა ბუჩუკურმა, მწვანე ალტერნატივას დახმარებით, 2018 წლის 12 ნოემბერს კერძო საჩივრები წარადგინა სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს სამივე გადაწყვეტილებაზე. კერძო საჩივრების ჩაბარებისას სასამართლოს თანამშრომლების მიერ დაშვებული შეცდომის გამო, სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა მხოლოდ ერთი საჩივარი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვტილებით, დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა და საქმე, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის #11-04 და 2018 წლის 30 მარტის #46-04 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოებაში მიღების ეტაპიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს.
დანარჩენი ორი კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.
მასალები :
ამავე თემაზე
-
მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდა“-ს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების (სოფ.ჭართალთან დაახლოებით 4.1 კმ სიგრძის მონაკვეთის ცვლილება) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე
-
მწვანე ალტერნატივა ქსანი-სტეფანწმინდას 500კვ-იანი ეგხ-ს პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს
მიმდინარე -
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები