დავის საგანი - ქსანი-სტეფანწმინდას 500კვ ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების საჯაროობა
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი : შოთა ბუჩუკური
- უწყება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავის არსი:
2017 წლის 6 ივლისს შოთა ბუჩუკურმა მწვანე ალტერნატივას დახმარებით ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი გახარიას და მოითხოვა ქსანი სტეფანწმინდას 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 10 მაისის N944 ბრძანების ბათილად ცნობა.
2017 წლის 25 მაისს შოთა ბუჩუკურმა მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შპს „ენერგოტრანსის“ 500კვ-იანი ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული სრული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლი.
პასუხად, შოთა ბუჩუკურს ეცნობა, რომ შპს „ენერგოტრანსის“ მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს მიერ კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული შემდეგი ადმინისტრაციული წარმოების მასალები:
- მშენებლობის პროექტი;
პროექტის რეკონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები; - საექსპერტო დასკვნა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის სტეფანწმინდას მშენებლობის უბნებზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შედეგებზე;
- საექსპერტო დასკვნა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის სტეფანწმინდას მშენებლობის ფუძე-საძირკვლების და მზიდი კონსტრუქციული ნაწილების საპროექტო დოკუმენტაციაზე;
- საექსპერტო დასკვნა 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის ქსანი-სტეფანწმინდას ტექნოლოგიურ ნაწილზე;
კონსულტანტებთან დადებული ხელშეკრულებები; და - პროექტის ტექნიკური დოკუმენტაცია.
როგორც დამატებით გამოთხოვნილი დოკუმენტაციიდან გაირკვა შპს ენერგოტრასმა 2017 წლის 4 მაისს (პროექტის პირველ მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვა გაიცა 2016 წლის 19 ივლისს; ხოლო მეორე მონაკვეთზე – 2016 წლის 1 დეკემბერს) მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს და მოითხოვა ზემოთჩამოთვლილი მასალების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. აღნიშნულის საფუძვლად წერილში მითითებულია ორი გარემოება:
„დოკუმენტაცია შეიცავს როგორც პერსონალურ მონაცემებს, ასევე პროფესიულ და კომერციულ საიდუმლოებას და აღნიშნული დოკუმენტების მესამე პირთათვის გადაცემა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას“;
„(KFW)-სა და საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ნორმატიული აქტების შესახებ კანონის შესაბამისად იერარქიულად წარმოადგენს ზემდგომ დოკუმენტს, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულება პროექტის შესახებ ინფორმაციის გაცემას KFWსთან შეუთანხმებლად კრძალავს“.
ადმინისტრაციული საჩივრის ავტორები ვთვლით, რომ განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი პროექტის (V კლასის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევისას არ ყოფილა დაცული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არც კი განიხილა საჩივარი; ამიტომ, შოთა ბუჩუკურმა, კვლავ მწვანე ალტერნატივას დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით.
მასალები :
ამავე თემაზე
-
მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდა“-ს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების (სოფ.ჭართალთან დაახლოებით 4.1 კმ სიგრძის მონაკვეთის ცვლილება) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე
-
მწვანე ალტერნატივა ქსანი-სტეფანწმინდას 500კვ-იანი ეგხ-ს პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს
მიმდინარე -
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები