მწვანე ალტერნატივა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი :

მწვანე ალტერნატივა ითხოვს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობსა, რომლითაც დარიალი-ჰესის მშენებლობის პროექტზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. 

საქმის ნომერი: 3/512-12; 

მოწინააღმდეგე მხარე: გარემოს დაცვის სამინისტრო; 

მესამე პირები: სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და სს „დარიალი ენერჯი“; 

დარიალი-ჰესის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს მდ. თერგის ხეობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. პროექტს ახორციელებს კომპანია „დარიალი ენერჯი“. პროექტი ითვალისწინებს მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის – 90%-ის – სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას; 8 კმ-იან მონაკვეთზე მდინარეში დარჩება მხოლოდ საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%. პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ნაწილს მოეხსნა დაცული ტერიტორიის სტატუსი. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას.

დავა საქალაქო სასამართლოში

გარემოს დაცვის სამინისტრომ არ მისცა მწვანე ალტერნატივას დარიალი-ჰესის მშენებლობის პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” ორჰუსის კონვენციის მოთხოვნები.

2012 წლის 30 იანვარს მწვანე ალტერნატივამ შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მინისტრის ბრძანების გაუქმება, რომლითაც დამტკიცდა კანონდარღვევით მიღებული გადაწყვეტილება.

ამასთან, 2012 წლის თებერვალში გაირკვა, რომ  გასაჩივრებული ბრძანებით გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა შეცვლილ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ჰესის მშენებლობისათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებში არსებული ტერიტორიის გამოყენებას. ამის გათვალისწინებით, მწვანე ალტერნატივას 2013 წლის 1 მარტს სასამართლოს დაზუსტებული სარჩელი წარუდგინა და დამატებით მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონთან, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან და  “საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ““  საქართველოს კანონთან შესაბამისობის გამოკვლევა.

მწვანე ალტერნატივას დაზუსტებული სარჩელი

საქალაქო სასამართლო სხდომის ოქმი

საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მწვანე ალტერნტატივას ჩართვის ხელშეშლის ფაქტზე.  სასამართლომ გაიზიარა მწვანე ალტერნატივას მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით დაირღვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მაგრამ ვინაიდან მას შემდეგ კანონში შევიდა ცვლილება და ჰესის მშენებლობისათვის გამოყოფილ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერირიტორიას მოეხსნა დაცული ტერიტორიის სტატუსი, სასამართლომ მიიჩია, რომ სარჩელის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობდა კანონთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა და მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი) 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება 

დავა სააპელაციო სასამართლოში

მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი

გარემოს დაცვის სამინისტროს შესაგებელი 

ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის შესაგებელი

მწვანე ალტერნატივას პოზიცია მხარეების შესაგებლებთან დაკავშირებით

მწვანე ალტერნატივას პოზიცია სს „დარიალი ენერჯის“ წარმოდგენილ მოსაზრებებთან დაკავშირებით

სააპელაციო სასამართლოს სხდომების ოქმები: 05.09.2012,  26.09.2012,  24.10.2012,  07.11.2012,  14.11.2012,  22.11.2012, 29.11.2012,  06.12.2012,  14.12.2012

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (თავმჯდომარე – ნანა ჭიჭილეიშვილი, მოსამართლეები – თეა ძიმისტარაშვილი და თეა თადაშვილი) 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება

დავა უზენაეს სასამართლოში

2013 წლის 12 თებერვალს მწვანე ალტერნატივამ საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოიოთხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი

უზენაიესი სასამართლოს განჩინება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (თავმჯდომარე – მაია ვაჩაძე, მოსამართლეები – ლევან მურუსიძე და ნუგზარ სხირტლაძე) 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.