მწვანე ალტერნატივა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ითხოვს
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი :
მოპასუხე მხარე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
მესამე პირი: შპს „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ“
ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ 2007 წლის 24 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 3 მაისის #470, #471 და #472 ბრძანებები და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა.
ზემოთაღნიშნული წერილის პასუხად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 3 აგვისტოს #90, #91 და #92 ბრძანებებით მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის საფუძველზე 2007 წლის 12 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 3 აგვისტოს #90, #91, #92 და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის 3 მაისის #470, #471 და #472 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაგებელი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაგებელი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაგებელი
შპს „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო ლტდ“-ს შეპასუხება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს განმარტებით განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები გამოცემულია კანონის დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართლეები: ნ. ონიანი
ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება ასოციაცია მწვანე ალტერნატივას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.