მწვანე ალტერნატივა საქართველოს მთავრობის დადგენილების გაუქმებას ითხოვს

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი :

მოპასუხე: საქართველოს მთავრობა

მესამე პირები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

მოსამართლე: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

2013 წლის 20 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა  სარჩელი, რომლითაც მოითხოვა „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს N214 დადგენილების ბათილად ცნობა.

მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” საერთაშორისო კონვენციით (ორჰუსის კონვენციის) დადგენილი დებულებების დარღვევით.

გასაჩივრებული დადგენილებით, ირღვევა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული უმთავრესი გარემოსდაცვითი პრინციპები. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს N214 დადგენილებით, დაგეგმილი საქმაინობის განხორციელების გარემოზე ზემოქმედების შეფასების დაწყებამდე, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე, ენერგეტიკის სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს და თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსებს ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხას. გამოქვეყნებულ ნუსხას თან ერთვის ასაშენებელი ელექტროსადგურის დასახელება, სავარაუდო განთავსების ადგილი, სავარაუდო სქემა და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები. შედეგად, ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ყველა ის საკითხი, რომელიც განსაზღვავს საქმიანობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებას და უნდა წარმოადგენდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგს, წინასწარ გადაწყვეტილია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ. ასეთი პროცედურის შედეგად, საერთოდ აზრი ეკარგება საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. 

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

საქართველოს მთავრობის შესაგებელი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაგებელი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შესაგებელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.