მწვანე ალტერნატივა საჯარო განხილვის აუდიოჩანაწერის გადაცემას ითხოვს

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დავის არსი:

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მწვანე ალტერნატივას არ გადასცა 2023 წლის 5 ოქტომბერს ქ. ჭიათურასა და სოფ. ზოდში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების აუდიოჩანაწერები. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განმარტებით, შესაძლებელია მხოლოდ საჯარო განხილვის ოქმის გამოთხოვა, ხოლო საჯარო განხილვის აუდიო-ჩაწერა ხორციელდება ოქმის შედგენის უზრუნველსაყოფად.

მწვანე ალტერნატივას მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არის გარემოსთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია, რომელიც დაბრკოლების გარეშე ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ (ორჰუსის) კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

მასალები :