მწვანე ალტერნატივა ნამახვანის ჰესების კასკადის კანონდარღვევით მშენებლობის აღკვეთას ითხოვს
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- უწყება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დავის არსი:
2020 წლის 5 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრს და ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლა მოითხოვა.
მწვანე ალტერნატივა გამოთქვამდა ეჭვს, რომ კომპანიას დაწყებული ჰქონდა სამშენებლო სამუშაოები, რომელთა განხორციელების უფლება არ ჰქონდა პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი რიგი პირობების შესრულებამდე. მწვანე ალტერნატივა ვარაუდობდა, რომ უკანონო იყო ასევე სამუშაოები რომელიც ნამოხვანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ვინაიდან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ამ საქმიანობაზე გაცემული არ იყო.
საჩივარზე პასუხად სამინისტრომ მწვანე ალტერნატივას ერთი თვის შემდეგ შეატყობინა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ამოწმებდა და შედეგებს მოგვიანებით აცნობებდა. თუმცა შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მოპოვება მწვანე ალტერნატივამ მხოლოდ 2021 წლის 20 თებერვალს ინფორმაციის ორჯერ მოთხოვნის შემდეგ შესძლო.
აღმოჩნდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2020 წლის 16 ოქტომბერს დაათვალიერეს პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ტერიტორია. ინსპექტირების შედეგად დეპარტამენტმა დაადგინა, რომ შპს „ენკა რინიუებლზს” არ ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №2-191 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შემდეგი პირობები. კერძოდ:
- ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებულია საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოს მდ. რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის (ტვიში ჰესი – 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) განთავსებაზე დამტკიცებული 2015 წლის 25 დეკემბრის ეკოლოგიური ექსპერტიზის N73 დასკვნისა და მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში ექსპლუატაციის პირობების ცვლილებებზე (ქვედა ნამახვანი) აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რაც არ არის შესრულებული. კერძოდ, არ არის შესრულებული N73 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის III თავის მე-3, მე-4, მე -5, მე-9, მე-11, მე-13, მე-14, მე-16,მე-19-ედა 23-ე პირობებით დადგენილი ვალდებულებები;
- ბრძანების მე-6 პუნქტის შესაბამისად შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებული იყო მშენებლობის დაწყებამდე სამინისტროში წარმოედგინა შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული მშენებლობის სატრანსპორტო სქემა ქ. ქუთაისის შემოვლით, რაც არ არის შესრულებული;
- ბრძანების მე-7 პუნქტის შესაბამისად შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებული იყო კაშხლის მშენებლობის დაწყებამდე წარმოედგინა სიღრმული წყალსაგდებებით გატარებული ნაკადის ენერგიის ჩაქრობის პირობები, რაც არ არის შესრულებული;
- ბრძანების 23-ე პუნქტის შესაბამისად შპს ,,ენკა რინიუებლზი” ვალდებული იყო მშენებლობის დაწყებამდე მონაცემების შედარების უზრუნველსაყოფად და სათანადო შემარბილებელი ან/და საკომპენსაციო ღონისძიებების გატარების მიზნით, გზშ ანგარიშით გათვალისწინებული ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნის და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე განეხორციელებინა მონიტორინგი, ასევე შემარბილებელი ან/და საკომპენსაციო ღონისძიებები შეეთანხმებინა სამინისტროსთან, რაც არ იქნა შესრულებული;
- ბრძანების 25-ე პუნქტის შესაბამისად, შპს „ენკა რინიუებლზი“ მშენებლობის დაწყებამდე ვალდებული იყო სამინისტროში შესათანხმებლად წარმოედგინა ფუჭი ქანების სანაყაროს პროექტები, რაც არ არის შესრულებული;
- ბრძანების 26-ე პუნქტის შესაბამისად შპს „ენკა რინიუებლზი“ მშენებლობის დაწყებამდე ვალდებული იყო სამინისტროში შესათანხმებლად წარმოედგინა სამშენებლო მოედნების/ბანაკების პროექტები, რაც არ არის შესრულებული.
2021 წლის 18 იანვარს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, შპს “ენკა რინიუებლზის” მიმართ, შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №062417 ოქმი, რომელიც შემოწმების მასალებთან ერთად განსახილველად გაიგზავნა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს “ენკა რინიუებლზი” აგრძელებს სამშენებლო სამუშაოებს.
მასალები :
- მწვანე ალტერნატივას საჩივარი
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი შემოწმების შესახებ
- საჩივარზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა
- საჩივარზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილი შპს ენკა „რინიუებლზს“
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილი
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილი
- „წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, შპს „ენკა რინიუებლზის“ მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში ექსპლუატაციის პირობების ცვლილებებზე (ქვედა ნამახვანი) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის N 2-191 ბრძანება