ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შეუსაბამობები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციებთან

დამოუკიდებელი მექანიზმები

  • მოსარჩელე : მწვანე ალტერნატივა
  • ინსტიტუტი: ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება
  • პროექტის სახელი: ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი
  • პროექტის განმახორციელებელი: „ენკა რინიუებლზი“
  • საქმის ნომერი : ECS-8/19/21-09-2022

დავის არსი :

წარმოდგენილი საჩივარი ეხება 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებულ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის იმპლემენტაციის ხელშეკრულებასა და მასში 2017 წლის 16 ივნისს შეტანილ ცვლილებებს და მის თავსებადობას ევროკავშირის ენერგოგაერთიანების რეგულაციებთან. ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროსისტემის კომერციულ ოპერატორს” (ესკო), სს „სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „საპარტნიორო ფონდსა“ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის. ხელშეკრულებით დარეგულირდა ენერგიის გარანტირებული შესყიდვის პირობები, გრძელვადიან პერიოდში ენერგიის შესასყიდი ტარიფები, გარანტირებული გენერაციის რაოდენობა და სხვა. საქართველომ, როგორც ენერგოგაერთიანების სრულუფლებიანმა წევრმა და სახელმწიფო კომპანიებმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაარღვია ენერგოგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების პირობები ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების რეგულაციებთან მიმართებით.

გადაწყვეტილება :

სამდივნომ გაანალიზა ნენსკრას პროექტზე გაფორმებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულება ენერგიის შესყიდვის კუთხით და მისი თავსებადობა საბაზრო ეკონომიკის ინვესტორის პრინციპთან. ეს პრინციპი გულისხმობს ნორმალურ საბაზრო პირობებში, სახელმწიფოს ჩართულობის ხარისხის განსაზღვრას სხვა კერძო ინვესტორთან მიმართებით. სამდივნოს წინასწარი დასკვნით, ნენსკრა ჰესის პროექტზე გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება სს “ნენსკრა ჰიდროს” საბაზრო პრინციპებთან მიმართებაში შერჩევით უპირატესობას ანიჭებს. კერძოდ, ეს ეხება შემსყიდველის (ამ შემთხვევაში, ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი – ESCO) მიერ აღებულ ვალდებულებებს შეიძინოს სრულად გამომუშავებული ენერგია 36 წლის განმავლობაში ფიქსირებულ ფასად, გადასცეს მიწა სიმბოლურ ფასად და გადასახადებთან დაკავშირებით (დამატებული ღირებულების გადასახადი – დღგ და საშემოსავლო გადასახადი) კომპანიის სასარგებლოდ დაუშვას გამონაკლისები.

2021 წლის 31 ნოემბერს სამდივნომ თქვენთან (მწვანე ალტერნატივასთან) გამართულ შეხვედრაზე, განიხილა აღნიშნული წინასწარი შეფასებები. პროექტი ამჟამად შეჩერებულია, რადგან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ერგბ-EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (ესბ-EIB) 214 და 150 მილიონიან დამტკიცებულ სესხებს ხელი არ მოაწერა. 2020 წლის სექტემბერში დადგინდა პროექტის შეუსაბამობები ბანკების გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკების მოთხოვნებთან. სამდივნო აგრძელებს საქართველოში ნებისმიერი განახლებადი ენერგიის პროექტების მონიტორინგს, რათა თავიდან იყოს აცილებული სახელმწიფო დახმარების რეგულაციების შეუსაბამობები.

მასალები :