ჟურნალისტების მოწვევა შეხვედრაზე: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების გამოწვევები - გარემოს დაცვისა და კლიმატის სექტორში

გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქებით დაინტერესებულ ჟურნალისტებს “მწვანე ალტერნატივა” იწვევს  მონაწილეობის მისაღებად შეხვედრაზე:  საქართველო – ევროკავშირის  ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების გამოწვევები – გარემოს დაცვისა და კლიმატის სექტორში

შეხვედრა გაიმართება 18-19 ნოემბერს, ქ. თბილისში.

შეხვედრის პირველი დღე (თბილისი) დაეთმობა პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, განხილული იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის 2017-2020 შესრულების გამოწვევები გარემოს დაცვისა და კლიმატის სექტორში;
  • ევროკავშირის მწვანე შეთანხმება – პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოსთვის.

შეხვედრის მეორე დღე დაეთმობა საველე სესიას კახეთის რეგიონში. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ გარემოსდაცვით პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ზემოთ განხილულ საკითხებთან.

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და არაუგვიანეს 2021 წლის 12 ნოემბრისა გამოგვიგზავნოთ მისამართზე:  

შერჩევის დასრულებისთანავე, შედეგები მონაწილეობის ყველა მსურველს ეცნობება . მგზავრობისა  და თბილისში განთავსების ხარჯებს დაფარავს “მწვანე ალტერნატივა”. მგზავრობისა და შეხვედრის მსვლელობისას სრულად იქნება დაცული COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები.

შეხვედრა ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით,  „მედიის და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვით საკითხებში და ამ მიმართლებით საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებაში”  პროექტის ფარგლებში.