კინტრიში ჰესის პროქტი აჭარაში
თავდაპირველად, კინტრიშის ჰესის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარა ენერჯი 2007“-ს შორის 2008 წ. 28 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. მემორანდუმი კინტრიშის ჰესის გარდა, მოიცავდა კიდევ შვიდი ჰესის (ქობულეთის I ჰესი-13.30 მგვტ, ქობულეთის II ჰესი-14.30 მგვტ, კირნათის ჰესი-14.40 მგვტ, ხელვაჩაურის ჰესი-22.40 მგვტ, ჭოროხის I-II ჰესები-48.00 მგვტ) მშენებლობას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „აჭარა ენერჯი 2007“-მა უარი განაცხადა მემორანდუმით გათვალისწინებული სამი ჰესის, მათ შორის, კინტრიშის ჰესის მშენებლობაზე, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებთან სიახლოვის და გარემოსდაცვითი მოსაზრებების გამო.