ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, მიწის შეძენისა და კომპენსაციის პროცესის მიმოხილვა (შუალედური ანგარიში)
წარმოდგენილ დოკუმენტში განხილულია საქართველოში ბთჯ ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მიწის შესყიდვისა და კომპენსაციის პროცესის მიმდინარეობა. დოკუმენტი ასახავს მიწის ნაკვეთების შესყიდვისა და კომპენსაციების გაცემის დროს წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებს და სამშენებლო დერეფანში მოქცეულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებს.
საქართველოში მიწის შეძენისა და კომპენსაციის პროცედურა ხორციელდება პროექტის სპონსორის მიერ მომზადებული დოკუმენტების “საქართველოში მიწის შეძენისა და კომპენსაციის სახელმძღვანელო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენებისათვის” და “განსახლების სამოქმედო გეგმის” მიხედვით. პროექტის სპონსორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტები შემუშავებულ იქნა მსოფლიო ბანკის O.D 4.30 “იძულებითი გადასახლების პოლიტიკის” შესაბამისად.