ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში

    დღეს ბუნებრივი კატასტროფებისგან მოსახლეობის დაცვა და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და პოლიტიკური პრობლემაა საქართველოში. ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც კატასტროფების მართვისთვის, ისე მდგრადი განვითარებისთვის. თუკი უწინ ძალისხმევა ძირითადად მიმართული იყო კატასტროფების შემდგომ რეაგირებაზე, დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კატასტროფებისადმი მზადყოფნას. კატასტროფების რისკი შესაძლებელია შემცირდეს 
    სხვადასხვა გზით – როგორც უშუალოდ ფიზიკურ მოვლენაზე მიმართული ღონისძიებებით, ისე ისეთი 
    ქმედებებით, რომლებიც მიმართულია მოწყვლადობის შემქმნელ ძირითად სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე.