შენიშვნები და რეკომენდაციები შპს ენერჯი დეველოპმენთ ჯორჯიას მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსაზე, 15 მგვტ სიმძლავრის „სურები 2 ჰესის“ მსენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის თაობაზე

2025 წლის 1 ივლისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოაქვეყნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსაზე დაგეგმილი 15 მგვტ სიმძლავრის „სურები 2 ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში. დოკუმენტის საჯარო განხილვა 17 ივლისს, სოფელ ზემო სურებში შედგა. წარმოდგენილი სკოპინგის ანგარიში წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, რომლის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს პროექტის გარემოსდაცვითი რისკები, ალტერნატივები და შესაბამისობა მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნებთან. თუმცა, ანგარიშის ანალიზმა გამოავლინა არაერთი კრიტიკული ხარვეზი, რაც საფრთხეს უქმნის როგორც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სიზუსტეს, ისე ადგილობრივი მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ინტერესების დაცვას.