კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის გაძლიერებისთვის საჭირო მიდგომები და მიმართულებები
ნარკვევში მოცემული მიმოხილვის მიზანია, გამოკვეთოს, თუ რა მიდგომებით და მიმართულებებით მუშაობაა მნიშვნელოვანი საქართველოში მედეგობის გასაძლიერებლად. პირველ რიგში, აუცილებელია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის თემაზე გლობალურად მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა, რაც დაეხმარება ქვეყანას ადგილობრივი და სისტემური ადაპტაციის ღონისძიებების გაძლიერებაში. ქვემოთ მოცემულ ანალიზში, სხვა საკითხებთან ერთად, აღწერილია ეს საერთაშორისო პროცესებიც.