მდგრადი ურბანული მობილობის პოლიტიკა საქართველოში: სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის ინსტრუმენტი ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე?
-
გიორგი კანკია
-
თათა ვერულაშვილი
კვლევა შეისწავლის ურბანული მობილობის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, გარემოსდაცვითი და სოციო-სივრცითი სამართლიანობის გადმოსახედიდან. იგი განიხილავს ზოგად სურათს, ქვეყნის მასშტაბით მობილობისა და ტრანსპორტის სფეროში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით. აფასებს ეროვნულ დონეზე კლიმატის, სივრცითი დაგეგმვისა და მდგრადი ურბანული მობილობის პოლიტიკისა და პრაქტიკების თანაკვეთას. კვლევა, ასევე, შეისწავლის ადგილობრივ კონტექსტში ურბანული მობილობის პოლიტიკის მდგრადობის საკითხებს ორი თვითმმართველი ერთეულის, ქალაქ ფოთისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის, მაგალითზე. კვლევა უპირატესად, თვისებრივი მეთოდებით, საველე გზით შეგროვებულ ემპირიულ მასალებს ეყრდნობა. გამოყენებულია, ასევე, რაოდენობრივი მონაცემები და დოკუმენტური წყაროები.