სამთომოპოვებითი პროექტებისშესახებ გადაწყვეტილებების მიღებისპროცესში საზოგადოებისმონაწილეობის შესაძლებლობებისაქართველოში

კვლევის მიზანია, დადგინდეს, როგორ მიიღება გადაწყვეტილება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ და აქვს, თუ არა საზოგადოებას და უფრო ვიწროდ, დაგეგმილი სამთომოპოვებითი პროექტების შესაძლო ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ თემებს, ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა; თუ აქვს, გადაწყვეტილების მიღების პროცესის რა ეტაპებზე და რა ფორმით. კვლევაში განხილულია და მიმოხილულია შემდეგი საკითხები:

  • კვლევის პირველ თავში მოკლედ მიმოხილულია სამთომოპოვებით სექტორში გატარებული პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო; ასევე, გამოკვეთილია ის საჯარო უწყებები და სხვა მხარეები, რომლებიც რაიმე ფორმით დაკავშირებული არიან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზირებასთან.
  • მეორე თავი მთლიანად ეთმობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესს და მისი ეტაპების დეტალურ აღწერას, იმ მიზნით, რომ გამოვლინდეს საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობები. აქვე, გამოკვლეულია სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებები, რომლებიც გაცემულ ლიცენზიებთან დაკავშირებით შეიძლება იქნეს მიღებული; ასევე, მათთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ან/და თავად გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები.
  • კვლევის მესამე თავში აღწერილია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლების გაცემის ის ფორმები, რომლებიც განსხვავებულია კვლევის მეორე თავში აღწერილისგან.
  • მეოთხე თავი ეთმობა გარემოსდაცვითი უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის აღწერას, როდესაც დაგეგმილ სამთომოპოვებით პროექტს შესაძლოა მოჰყვეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა გარემოზე. აქ დეტალურადაა აღწერილი და გაანალიზებული გადაწყვეტილების მიღების ეტაპები, ამ პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის შესაძლებლობები და ფორმები. აქვე, ნაჩვენებია, როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურები და ამ პროცესის ნაკლოვანებები.
  • კვლევის დასასრულს, ბოლო თავში, კვლევის მიგნებების საფუძველზე, გაკეთებულია დასკვნები და მოცემულია რეკომენდაციები სამთომოპოვებით პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ახალი შესაძლებლობების შექმნისა და არსებულის გასაძლიერებლად.