რა სარგებელს მოიტანს „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესრულება საქართველოს ბუნებისთვის

წინადებარე საჯარო პოლიტიკის ნარკვევის მიზანია „საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ბუნების დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დამოუკიდებელი შეფასება, მათი გადაჭრის გზების დასახვა და მათი ადვოკატირება. კვლევა აჩვენებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ასევე მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკ- რულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კანონების „ბიოლოგიური მრავალ- ფეროვნების შესახებ“ და „ტყის კოდექსი“ პროექტების დამტკიცება და შემდგომში მათი აღსრულება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს კა- ნონპროექტები კვლავაც დახვეწას მოითხოვს, შესამუშაველია კანონ- ქვემდებარე რეგულაციებიც.