საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს თხოვნით, განუმარტოთ, თუ ვინ, როდის და როგორ უნდა მოაგვაროს საქართველოში ბთჯ ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასთან (მაგალითად, მიწის კომპენსაციასთან, დასაქმებასთან, დაზიანებულ გზებთან ან საცხოვრებელ სახლებთან, მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებით გამოწვეულ ხმაურსა და მტვერთან, გაუვარგისებულ მიწასთან და სხვ.) დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური (სადავო) საკითხი.