საქართველოს სატყეო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და რეკომენდაციები

    იმისათვის, რომ სატყეო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, სატყეო სექტორის განვითარების გეგმებში განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშონ ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა. სხვანაირად არც შეიძლება. საქართველოს მთელ რიგ რაიონებში, სატყეო სექტორი ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველი 
    ერთეულების ექსკლუზიური ინტერესები ტყის რესურსებთან მიმართებაში გარკვეულ წილად კანონმდებლობითაც არის გარანტირებული.