საქართველოში ჰესების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანა წარმოაჩინოს როგორც უახლოეს მომავალში რეგიონში წამყვანი ენერგო- ექსპორტიორი ქვეყანა, რისთვისაც იგეგმება 30-მდე დიდი და საშუალო ჰესის მშენებლობა (დადგმული სიმძლავრე 2000 მგვტ). მათ რიცხვში შედის ხუდონ ჰესისა და ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაც.
აღნიშნული გეგმების განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება ბუნებრივ და სოციალურ გარემოს, წყლის ქვეშ აღმოჩნდება 3000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივები, ათასობით ადამიანს კი, იძულებით
მოუწევს საკუთარი მიწა-წყლის დატოვება ადექვატური კომპენსაციის გარეშე.