სათემო სარგებლის შეთანხმება თემსა და კომპანიას შორის

მსხვილმასშტაბიანი ენერგეტიკული, სამთომოპოვებითი, სასოფლო-სამეურნეო და ურბანული განვითარების პროექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე: უარესდება ჰაერის ხარისხი, იკარგება სასოფლო-სამეურნეო მიწები, ბინძურდება წყალი და ნიადაგი, იზღუდება ტყესა და წყალზე წვდომა.

ბოლო დროს კომპანიები სულ უფრო ხშირად აფორმებენ ადგილობრივ თემებთან სათემო სარგებლის შეთანხმებას (Community Benefit Agreement, CBA). ეს ინსტრუმენტი კომპანიას ეხმარება თემის მხარდაჭერის მიღებაში, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს პროექტის სარგებლის ნაწილსა და გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობას.

ეს ანგარიში დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, როგორ ეხმარება CBA კომპანიებსა და თემებს სარგებლის სამართლიან გაზიარებაში.