მიმართვა გარემოს დავვის მინისტრს, დავით ჩანტლაძეს

2007 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის, ბატონი გიორგი ცხაკაიას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით, ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ დავით ჩანტლაძეს.