მიწის მმართველობა საქართველოში
ევროკავშირმა ახალი პროექტი დააფინანსა საქართველოში მიწის მმართველობის შესახებ ინფორმაციის და ცნობიერების ამაღლების ხელშესაწყობად. მდგრადი განვითარების მისაღწევად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანებსა და მიწას შორის მჭიდრო კავშირს, რომელიც გამყარებულია მიწის მმართველობის გამართული სისტემით. მწვანე ალტერნატივა იწყებს პროექტის განხორციელებას სახელწოდებით: მიწის მმართველობის გაუმჯობესება საქართველოში მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად. პროექტი ორწელიწადნახევარი გაგრძელდება; ევროკავშირმა პროექტის მხარდასაჭერად 150.000 ევრო გამოყო.