მოწვევა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: „მდინარეები და მათი მნიშვნელობა”

გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქებით დაინტერესებულ ჟურნალისტებს “მწვანე ალტერნატივა” იწვევს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: “მდინარეები და მათი მნიშვნელობა”.

Ტრენინგი გაიმართება 3 და 4 აგვისტოს, ქუთაისში.

ტრენინგის პირველი დღე დაეთმობა პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, განხილული იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • მდინარის გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფუნქციები და გამოწვევები;
  • ძირითადი საფრთხეები მდინარეებისთვის: დაბინძურება, ჭარბი მოპოვება, ეკოსისტემების დეგრადაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები;
  • მდინარეების დაცვა და მდგრადი გამოყენება – ევროპული მიდგომები;
  • რიონი, საქართველოს მთავარი მდინარე – მისი მნიშვნელობა და პრობლემები, რიონზე არსებული და დაგეგმილი ჰესების ზეგავლენა.

ტრენინგის მეორე დღე დაეთმობა საველე სესიას. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პრობლემებს, რომლებიც განხილული იყო ტრენინგის პირველ დღეს. 

ტრენინგს წარუძღვებიან “მწვანე ალტერნატივას”, “ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი საქართველოში”-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და არაუგვიანეს 2021 წლის 26 ივლისისა, გამოგვიგზავნოთ მისამართზე:

მონაწილეთა შერჩევის დასრულებისთანავე, შედეგები ეცნობება ტრენინგში მონაწილეობის ყველა მსურველს. შერჩეულ მონაწილეთა მგზავრობის და ქუთაისში განთავსების ხარჯებს დაფარავს “მწვანე ალტერნატივა”. Მგზავრობისა და ტრენინგის მსვლელობისას სრულად იქნება დაცული COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები.

ტრენინგი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით,  „მედიის და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვით საკითხებში და ამ მიმართლებით საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებაში”  პროექტის ფარგლებში.