მწვანე ალტერნატივა კვალავ ითხოვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის პროცედურების დაცვას
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონით დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევების გამოსწორების მოთხოვნით მწვანე ალტერნატივამ უკვე მესამედ მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამჯერად, მიმართვაში აღწერილია საზოგადოებისათვის კომენტარებისა და შენიშვნების წარდგენის ვადის დარღვევის 10 შემთხვევა და საჯარო განხილვის კანონით დადგენილი ვადის დანიშვნის 1 შემთხვევა.