მწვანე ალტერნატივა წარმოგიდგენთ მორიგი შეფასების ანგარიშის პროექტს
წარმოგიდგენთ „მწვანე ალტერნატივა“-ს მორიგი შეფასებითი ანგარიშის პროექტს, რომელიც ეძღვნება ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულებას,
2009 და 2011 წლებში მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები, რომლებიც შესაბამისად მოიცავდა 2007-2008 და 2009-2010 წლების პერიოდებს (ანგარიშები ხელმისაწვდომია „მწვანე ალტერნატივას“ ვებ-გვერდზე: greenalt.org). ამჯერად მწვანე ალტერნატივა ამზადებს მორიგ ანგარიშს, რომელიც ასახავს 2011-2012 წლებში მიღწეულ პროგრესს და ამავდროულად, ერთგვარად აჯამებს გეგმის მოქმედების პერიოდში (2006-2013) გატარებულ ღონისძიებებს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და კომენტარები მოგვაწოდოთ ამა წლის 18 აპრილამდე მისამართზე:
მიზანი 1: ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება
მიზანი 2: ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
მიზანი 3: საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებისა და ოქმების რატიფიცირება
მიზანი 4: გარემოსდაცვითი გეგმებისა და პროგრამების შემუშავება
მიზანი 5.1: წყლის სექტორი
მიზანი 5,2: ნარჩენების სექტორი
მიზანი 6: ადმინისტრაციული სტრუქტურები და პროცედურები
მიზანი 7: სტრუქტურები და პროცედურები გზშ-ს განსახორციელებლად
მიზანი 8: ნებართვის გამცემი და მაკონტროლებელი სტრუქტურები
მიზანი 9: საზოგადოების ინფორმირება და მონაწილეობა
მიზანი 10: გარემოს მდგომარეობის შესახებ რეგულარული ანგარიშები
მიზანი 11: სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება
მიზანი 12: თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან
მიზანი 13: გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირება სხვა სექტორებში
მიზანი 14: კიოტოს ოქმის და კლიმატის ცვლილების კონვენციის მოთხოვნათა შესრულება
მიზანი 15: ენერგო და ტრანსპორტის პოლიტიკა