“რა მოაქვს მილსადენს ნავთობის გარდა”, ანუ კიდევ ერთხელ დგვარის შესახებ
12 ოქტომბერს საქართველოს მთავრობა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია საზეიმოდ აღნიშნავენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის ნავთობით შევსებას და თავს მოიწონებენ საქართველოს საზოგადოების წინაშე წარმატებით დასრულებული “საუკუნის პროექტით”.
ამ “ღირსშესანიშნავ” დღეს მწვანე ალტერნატივას სურს, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, “რა მოაქვს მილსადენს ნავთობის გარდა” თუნდაც ერთი სოფლის – ბორჯომის რაიონის სოფელი დგვარის, მაგალითზე.
ორგანიზაციის ვებ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ უახლესი ისტორია სოფლისა, რომელიც ნავთობსადენის პირისპირ აღმოჩნდა და დღემდე უიმედოდ ელის საკუთარი მთავრობის ყურადღებას; ისტორია სოფლისა, რომლის მიწასთან გასწორების ხარჯზე საქართველოს მთავრობა ერთი მილიონი დოლარის მოგებას, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია კი, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მწვანე ალტერნატივას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:
თბილისი, ყიფშიძის ქ. 5ა, IV სადარბაზო, მე-7 სართული
ტელ.: (+995 32) 22 16 04; ფაქსი: (+995 32) 22 38 74
ელ.ფოსტა: ,