როგორ კლავენ თერგს - საინფორმაციო ფურცელი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის შესახებ
დარიალის ჰესის პროექტი ითვალისწინებს მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის, 90%-ის, სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას; მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთი, პრაქტიკულად, წყლის გარეშე რჩება. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ- ეთნოგრაფიულ ფასეულობას და ტურისტულ მნიშვნელობას.