საერთაშორისო სოლიდარობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და საქართველოს მოსახლეობის მიმართ

ჩვენ, ადამიანის უფლებათა დამცველები მთელი მსოფლიოდან, ღრმად ვართ შეწუხებული საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებით. 

მეგობრებო და მოკავშირეებო საქართველოში, გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით იმ კანონის წინააღმდეგ, რომლის აშაკარა სამიზნეებიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა. ეს პირდაპირი თავდასხმა სიტყვისა და შეკრების თავისუფლებებზე, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ძირითად და ფუნდამენტურ უფლებებზე, გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების დეჰუმანიზაციისა და სტიგმატიზაციის მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებსა და ღირებულებებს.

ზოგიერთი ჩვენგანის სამშობლოში მიმდინარეობს მსგავსი პროცესები, რომლებიც მიმართულია ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შეზღუდვისკენ.  ამ სახის კანონმდებლობის შედეგად მივიღეთ ადამიანის უფლებათა დამცველების, გარემოსდაცვითი აქტივისტების, იურისტების, ჟურნალისტების, მშრომელების, ადგილობრივი თემის ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორების მიმართ განხორციელებული რეპრესიები, თავდასხმები, დაპატიმრებები, გატაცებები და მკვლელობები. შემაშფოთებელია, რომ ქართველი ხალხი, რომელიც 35 წელია შეუპოვრად იბრძვის თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის, დღეს იგივე რისკების წინაშე დგას. 

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. ჩვენ მადლიერები ვართ თქვენი ბრძოლისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ვაცნობიერებთ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოში, გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყნებზეც.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უკან გაიწვიოს კანონპროექტი და დაუბრუნდეს რეფორმების დღის წესრიგს, რომლებიც ესოდენ საჭიროა დემოკრატიზაციისა და განვითარების კუთხით საქართველოს მოწინავე პოზიციების შესანარჩუნებლად.  

ამ დღეებში თბილისში იმართება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა. მოვუწოდებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებს, საჯაროდ დაგმონ ეს თავდასხმა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე და საჯაროდ გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობის მიმართ, რომლებიც ითხოვენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

ხელმომწერი ორგანიზაციები

  1. Accountability Counsel | USA
  2. Action Paysanne Contre la Faim APCF | DRC
  3. African Law Foundation (AFRILAW) | Nigeria
  4. Alyansa Tigil Mina (Alliance to Stop Mining) | Philippines 
  5. Amnesty International | Global
  6. Ardha Jabesa Foundation | Kenya
  7. Asia Indigenous Peoples Network on Extractive Industries and Energy (AIPNEE)
  8. Bank Climate Advocates | USA
  9. Bank Information Center | USA
  10. International Rivers | USA
  11. CEE Bankwatch | Czech Republic
  12. Centre for Community Mobilization and support NGO | Armenia
  13. Christen Dobson (Business & Human Rights Resource Centre) | Global
  14. Cohesión Comunitaria e Innovación Social | Mexico 
  15. Collectif des ONG Œuvrant dans le secteur de mines, Environnement et Electricité COMEE | DRC
  16. Conseil Régional des Organisations Non Gouvernementales de Développement CRONGD | DRC
  17. Defenders in Development campaign | Global
  18. FIDH (International Federation for Human Rights), within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders | Global
  19. Front Line Defenders | Ireland
  20. Global Rights | Nigeria
  21. HRM Bir Duino | Kyrgyzstan
  22. Indian Social Action Forum | India 
  23. International Accountability Project | Global
  24. International Indigenous Fund for development and solidarity “Batani” (Batani Foundation) | Russia/USA
  25. Kashi Jermaine, Kwale Mining Alliance | Kenya
  26. Participatory Research & Action Network – PRAAN | Bangladesh
  27. Kazakhstan International Bureau for Human Rights and Rule of Law | Kazakhstan
  28. KRuHA – People’s coalition for the right to water | Indonesia
  29. Latinoamérica Sustentable | Latin America
  30. Lawyers’ Association for Human Rights of Nepalese Indigenous Peoples (LAHURNIP) | Nepal
  31. lM-Defensoras | Latin America  
  32. Jamaa Resource Initiatives | Kenya
  33. Mirvari Gahramanli | Oil Workers’ Rights Protection Organization | Azerbaijan
  34. Nora Sausmikat, Urgewald | Germany
  35. Oleg Dulgaryan, human rights defender | Armenia
  36. Otros Mundos Chiapas I Mexico
  37. OTWatch | Mongolia
  38. Recourse | Netherlands
  39. Rivers without Boundaries Coalition | Global & Mongolia
  40. Unidosc | Mexico
  41. Uzbek Forum for Human Rights | Germany
  42. World Organisation Against Torture (OMCT), within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders | Global
  43. Yayasan Keadilan Iklim Indonesia (Climate Justice Indonesia Foundation) | Indonesia
  44. Yayasan Srikandi Lestari,( Srikandi Lestari Foundation) | Indonesia 
  45. Youth for Green Communities | Uganda