საქართველოს ქსელის ჩამოყალიბება გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისათვის
2011 წლის 20 აპრილს, 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ (რუსთაველის გამზ. №13) გაიმართება მწვანე ალტერნატივას პროექტის „საქართველოს ქსელის ჩამოყალიბება გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისათვის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანასური დახმარებით და მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერებას.
პრეზენტაციაზე მწვანე ალტერნატივა წარადგენს ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გასწია ორგანიზაციამ საქართველოს რამოდენიმე რეგიონში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ადვოკატირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად; ასევე, მოყვანილი იქნება „საქართველოს მწვანე ქსელში“ შემავალი ჯგუფების მიერ წარმოებული ადვოკატირების რეგიონული და ეროვნული კამპანიების მაგალითები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტის მისამართზე: ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 29 27 73 ან 22 38 74.