შუახევი ჰესის ოპერირება ხარვეზებით დაიწყო. ვინ აგებს პასუხს მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანზე?
შუახევი ჰესმა, რომელიც 2017 წელს ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოიშალა, ოპერირება განაახლა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გოლხანაურსა და მახალაკიძეებში, 420-მილიონიანი პროექტისთვის გაყვანილ გვირაბებთან წყალმა გაჟონვა დაიწყო.