გონივრული ინვესტირება სოფლის მეურნეობაში: სახელმძღვანელო

  • მწვანე ალტერნატივა

იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტირებიდან ქვეყნის მიერ მიღებული სარგებელი იყოს მდგრადი, აუცილებელია არა უბრალოდ მეტი ინვესტირება, არამედ გონივრული ინვესტირება. სახელმძღვანელოში აღწერილია სწორედ სოფლის მეურნეობაში გონივრულ ინვესტირებასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები, მიდგომები და გამოცდილება. სახელმძღვანელო იძლევა განმარტებებს საკითხებზე, რომელთა გათვალისწინებაც დაეხმარება სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში მონაწილე მხარეებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.