დავა შპს ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციისთვის

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • მოსამართლე : სალომე სამხარაძე
  • საქმის ნომერი : 330310023006911607 (3/1216-23)

დავის არსი :

მწვანე ალტერნატივამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსთხოვა 2021 წლის 1 დეკემბრიდან ინფორმაციის გადმოცემის მომენტამდე შპს ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობასთან დაკავშირებით შემდეგი საჯარო ინფორმაცია:

  1. სამინისტროში (მათ შორის სამინისტროს რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში) კომპანიის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტისა და წერილის ასლი
  2. სამინისტროს უწყებების მიერ შექმნილი და ან მიღებული დოკუმენტების ასლი
  3. სამინისტროს უწყებების მიერ კომპანიისა თუ სხვა უწყებებისათვის/ პირებისათვის გაგზავნილი ყველა დოკუმენტისა და წერილის ასლი.

ეს ინფორმაცია მწვანე ალტერნატივამ ორჯერ გამოითხოვა: 2022 წლის 9 დეკემბერს და 2023 წლის 23 იანვარს, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია არცერთხელ არ გადასცემია. სამინისტრომ არც ორგანიზაციის 2023 წლის 14 თებერვალს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა.

მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ სამინისტრომ მწვანე ალტერნატივას გამოუგზავნა მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი და ამ საფუძვლით მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით სასამართლომ დაადგინა საქმეზე ხარვეზი, მოითხოვა გასაჩივრებული უარის – ე.წ. „ვირტუალური“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის წარდგენა და ამისათვის ორგანიზაცის 10 დღიანი ვადა მისცა. მწვანე ალტერნატივამ წარადგინა განცხადება სადაც დამატებით განმარტა, რომ ვირტუალური აქტის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს მისი ვირტუალურობის გამო. 2023 წლის 17 მარტს სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში. საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

მასალები :