მწვანე ალტერნატივა შპს ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გადმოცემას ითხოვს
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- მოსამართლე : სალომე სამხარაძე
- საქმის ნომერი : 330310023006911607
დავის არსი :
მწვანე ალტერნატივამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსთხოვა 2021 წლის 1 დეკემბრიდან ინფორმაციის გადმოცემის მომენტამდე შპს ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობასთან დაკავშირებით შემდეგი საჯარო ინფორმაცია:
- სამინისტროში (მათ შორის სამინისტროს რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში) კომპანიის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტისა და წერილის ასლი;
- სამინისტროს უწყებების მიერ შექმნილი და ან მიღებული დოკუმენტების ასლი;
- სამინისტროს უწყებების მიერ კომპანიისა თუ სხვა უწყებებისათვის/ პირებისათვის გაგზავნილი ყველა დოკუმენტისა და წერილის ასლი.
ეს ინფორმაცია მწვანე ალტერნატივამ ორჯერ გამოითხოვა: 2022 წლის 9 დეკემბერს და 2023 წლის 23 იანვარს, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია არცერთხელ არ გადასცემია. სამინისტრომ არც ორგანიზაციის 2023 წლის 14 თებერვალს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა.