არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, შეასრულოს ენერგეტიკის სექტორში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები
ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან ბოლო პერიოდში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ კრიზისულ მდგომარეობას და ამავე დროს, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას განუხრელად შეასრულოს ენერგეტიკის სექტორში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
2014 წლის 18 დეკემბერს ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და საქართველოს შესახებ რეზოლუციაც1 მიიღო, რომელშიც ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის – ენერგეტიკასა და გარემოს დაცვაზე; რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკომისიას, დაეხმაროს და საფუძვლიანი მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციისთვის გამიზნული საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისას; თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს ევროპარლამენტმა მოუწოდა, დაიცვან ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
2018 წლის 14 ნოემბერს ევროპარლამენტმა რეზოლუციით დაამტკიცა ანგარიში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობის შესახებ,2 რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის საკითხებზე. ევროპარლამენტმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ 2017 წლის ივნისში, ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დირექტივისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) დირექტივის მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. ამასთან, ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას: იხილეთ ვრცლად