სტიქია გურიაში

კლიმატის ცვლილება საქართველოში სტიქიური პროცესების გააქტიურებასა და კატასტროფების რისკების ზრდას იწვევს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დასახლებების ნახევარზე მეტი გეოლოგიური პროცესების სხვადასხვა კატეგორიის რისკის ქვეშ იმყოფება. თუმცა, სახელმწიფოსა და ადგილობრივები თემების მზაობა და მედეგობა კატასტროფებისა და მათი შედეგების გასამკლავებლად ძალიან დაბალია.

ფოტო: თაკო რობაქიძე; მწვანე ალტერნატივა

გურიაში, 2023 წლის 8 სექტემბერს მეწყერი და წყალდიდობა მოხდა. ამ კატასტროფებს შეეწირა 3 ადამიანის სიცოცხლე, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო სამეურნეო მიწები და სოფლების ინფრასტრუქტურა. მეწყერის შედეგად, შეფასებულია რომ უსაფრთხო ადგილზე გადასახლებას საჭიროებს 800-ზე მეტი ოჯახი. ზიანი სრულყოფილად დღემდე არ არის შეფასებული, მოსახლეობა კი დახმარების მოლოდინშია.