ბრითიშ პეტროლიუმმა არ უნდა მიიღოს თავისუფალი საზოგადოებრივი ფული წინააღმდეგობებით აღსავსე მილსადენის ასაშენებლად, აცხადებენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები
56-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 37 ქვეყნიდან მიწერეს წერილი მსოფლიო ბანკსა და უმეტეს ეროვნულ ექსპორტ-კრედიტ სააგენტოებს, რომელშიც მწვავედ უპირისპირებოდნენ “ბრითიშ პეტროლიუმის”, მსოფლიოში სიდიდით მესამე კომპანიის, გეგმებს რომლის მიხედვითაც მას სურს გამოიყენოს “თავისუფალი საზოგადოებრივი ფული” წინააღმდეგობებით აღსავსე ნავთობსადენის ასაშენებლად კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე.
დაგეგმილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაივლის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებს. მოთხოვნილი 3.3 მილიარდი დოლარის 70 პროცენტს სავარაუდოდ იხდიან ძირითადად ევროპის, იაპონიისა და შეერთებული შტატების გადასახადების გადამხდელები, ისეთი საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და ექსპორტ-კრედიტ სააგენტოები.
ამ პროექტის არც ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება არ გამოქვეყნებულა, ხოლო გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევები ჯერ კიდევ დაუსრულებელია. აშშ-ს ექსიმ ბანკს კი უკვე მიმართეს ფინასური დახმარებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევების უმეტესობა ჯერ არ დასრულებულა.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მილსადენი ძალიან ცოტა სარგებელს მოუტანს ღარიბ მოსახლეობას და მან შეიძლება გაამწვავოს დაძაბული მდგომარეობა იმ რეგიონში, სადაც ახლახანს ჩაწყნარდა მთელი რიგი კონპლიქტური სიტუაციები . ეს პროექტი აგრეთვე კრიტიკის ქვეშ ექცევა კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების თვალსაზრისითაც.
“საეჭვოა კასპიის რეგიონში მიმდინარე ნავთობისა და გაზის სექტორის განვითარების გრძალვადიანი სარგებელი”, განაცხადა მანანა ქოჩლაძემ (“მწვანე ალტერნატივა” საქართველო). “თავისუფალი საზოგადოებრივი ფულის” გამოყენება არ შეიძლება იყოს გამართლებული თუ პროექტს არ შეუძლია ნათლად წარმოაჩინოს ადგილობრივ და რეგიონალურ განვითარებაზე დადებითი ზეგავლენა მომავალი 30 წლის განმავლობაში, რაც არის მილსადენის ესპლუატაციის დაგეგმილი ხანგრძლივობა ნავთობ კომპანიების თანახმად.”
“პროექტის შედეგად ბევრი ადამიანი დაკარგავს საცხოვრებელ ადგილს და სავარაუდოა, რომ კომპანიის დაპირებები სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი განვითარების შესახებ არ შესრულდება”, განაცხადა პიტერ ჰლობილმა – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელიდან. “ადგილობრივი მოსახლეობა განიცდის ელექტრო ენერგიის უკმარისობას. კასპიის ნავთობი და გაზი კი პირდაპირ დასავლეთის ბაზრებისაკენ იქნება მიმართული. იგი მთლიანად გვერდს აუვლის ადგილობრივი მოსახლეობას.”
“ამ მილსადენის მშენებლობა გამოიწვევს კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე მთელი კორიდორის მილიტარიზაციას”, აცხადებს ქერიმ უაილდიზი ქურთების ადამიანთა უფლებების პროექტიდან. “ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ცეცხლის შეწყვეტის სენზიტიურ შეთანხმებას ქურთებით დასახლებულ რეგიონში, სადაც გადის ნავთობსადენი.”
“მილსადენს უდიდესი ზეგავლენა ექნება კლიმატის ცვლილებაზე”, ამბობს ქეით ჰამპტონი დედამიწის მეგობრებიდან. “ამ მილსადენის ფუნქციონირების შედეგად ყოველწლიურად მოხდება 185 მილიონი ტონა CO2-ის გამოფრქვევა ატმოსფეროში. ეს არის დიდი ბრიტანეთის მიერ 2000 წელს დადგენილი CO2-ის ემისიების რაოდენობის დაახლოებით ერთი მესამედი. თუკი საზოგადოებრივი ფული გამოყენებულ იქნება ამ ნავთობსადენის მშენებლობისათვის, ჩვენ ყველანი სუბსიდირებას გავუკეთებთ ბინძური ენერგიის განვითარებას, როგორც ამ რეგიონში, ასევე რაც უარესია აშშ-ში, სადაც ემისიები კვლავ იზრდება და სადაც ბუშის ადმინისტრაცია არღვევს კიოტოს შეთანხმებას კლიმატის შესახებ.”
არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ არანაირი საზოგადოებრივი ფული არ იყოს ხელმისაწვდომი კონსორციუმისათვის მილსადენის ასაშენებლად, სანამ იგი მკაცრად არ დააკმაყოფილებს ადამიანების უფლებების დაცვის, ადგილობრივი განვითარებისა და გარემოსდაცვით პირობებს.