მწვანე ალტერნატივა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გადმოცემას ითხოვს

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დავის არსი:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის  დეპარტამენტმა  არ გადასცა მწვანე ალტერნატივას საჯარო ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოდიდან დეპარტამენტში დღემდე დაფიქსირებული საჩივრებისა და დეპარტამენტის მიერ საჩივრებზე რეაგირების პასუხად მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია (შესაბამისი დოკუმენტების თანხლებით);
  2. ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ 2022 წლის 4 ოქტომბრის 21/09/03-97 წერილით ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში შესაძლო უკანონო საქმიანობის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის პასუხად დეპარტამენტის მიერ დღემდე მიღებული ზომების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით;
  3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალში, მოსახლეობის საჩივრების პასუხად და/ან თავად დეპარტამენტის ინციატივით, სოფლის ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ დღემდე განხორციელებული ქმედებების შესახებ სრული ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით;
  4. ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ 2022 წლის 16 ნოემბრის 21/09/03-108 წერილით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში წიაღის კანონდარღვევით მოპოვებასთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის პასუხად დეპარტამენტის მიერ დღემდე მიღებული ზომების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით.

ამ ინფორმაციის მოპოვებას მწვანე ალტერნატივა 2022 წლის ოქტომბრიდან ცდილობს.

გადაწყვეტილება :

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ განიხილა მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი. ორგანიზაციამ სარჩელით თბილისი საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მასალები :