დავა მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიერ მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციისთვის

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
  • მოსამართლე : ბაია ოტიაშვილი
  • საქმის ნომერი : 330310023006907800

დავის არსი :

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის  დეპარტამენტმა  არ გადასცა მწვანე ალტერნატივას საჯარო ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოდიდან დეპარტამენტში დღემდე დაფიქსირებული საჩივრებისა და დეპარტამენტის მიერ საჩივრებზე რეაგირების პასუხად მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია (შესაბამისი დოკუმენტების თანხლებით);
  2. ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ 2022 წლის 4 ოქტომბრის 21/09/03-97 წერილით ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში შესაძლო უკანონო საქმიანობის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის პასუხად დეპარტამენტის მიერ დღემდე მიღებული ზომების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით;
  3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალში, მოსახლეობის საჩივრების პასუხად და/ან თავად დეპარტამენტის ინციატივით, სოფლის ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ დღემდე განხორციელებული ქმედებების შესახებ სრული ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით;
  4. ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ 2022 წლის 16 ნოემბრის 21/09/03-108 წერილით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში წიაღის კანონდარღვევით მოპოვებასთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის პასუხად დეპარტამენტის მიერ დღემდე მიღებული ზომების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით.

ამ ინფორმაციის მოპოვებას მწვანე ალტერნატივა 2022 წლის ოქტომბრიდან ცდილობს.

2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით სასამართლომ დაადგინა საქმეზე ხარვეზი, მოითხოვა გასაჩივრებული უარის – ე.წ. „ვირტუალური“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის წარდგენა და ამისათვის ორგანიზაცის 10 დღიანი ვადა მისცა. მწვანე ალტერნატივამ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, სადაც დამატებით განმარტა, რომ ვირტუალური აქტის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს მისი ვირტუალურობის გამო.

2023 წლის 9 მარტს სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში და საქმის განხილვის საპროცესო ვადა გააგრძელა 5 თვემდე. საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

მასალები :