მწვანე ალტერნატივა ფონიჭალაში ფეროს მშენებლობისათვის მიწის გამოყენების შესახებ საჯარო ინფორმაციას ითხოვს
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავის არსი:
2023 წლის 27 აპრილს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტარციული საჩივრით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ვინაიდან სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ორგანიზაციას არ გადასცა ქალაქ თბილისში, რუსთავის გზატკეცილის N68ა-ში, ფეროშენადნობი ქარხნის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
გადაწყვეტილება :
მწვანე ალტერნატივას არ გადასცემია გადაწყვეტილება საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ. სააგენტოს არც საჩივრის ზეპირი მოსმენა დაუნიშნავს. ინფორმაციის მოთხოვნიდან 2 თვის შემდეგ, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, 2023 წლის 24 მაისის წერილით, ყოველგვარი განმარტების გარეშე ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხად ორგანიზაციას გადასცა მოთხოვნილი ინფორმაცია. 24 მაისის წერილი მწვანე ალტერნატივას 29 მაისს გადაეცა – ფონიჭალაში ფეროს მშენებლობისათვის მიწის გამოყენების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრის ზეპირ მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე.